მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავენ.
ამჯერად, პირველ კლასში მორიგი საინტერესო გაკვეთილი ბუნებაში, პედგოგ იამზე ფანცულაიას ხელმძღვანელობითა და სკოლის ექიმის ნანა ეფრემიძის ჩართულობით, ჩატარდა. მისი თემა იყო „დავიცვათ სისუფთავის წესები“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პირადი ჰიგიენა, ჰიგიენის დაცვის წესების ცოდნა და მისი მნიშვნელობა პირველკლასელებმა კიდევ ერთხელ გაითავისეს. ანიმაციური ფილმის ჩვენების შემდგომ, მოსწავლეებმა იმსჯელეს მიკრობების შესახებ, რომელიც ჩვენს ირგვლივ უამრავია და შეიძლება ადამიანის სხეულში ადვილად მოხვდნენ. აღნიშნეს, რომ ეს ხშირად ავადმყოფობის მიზეზი ხდება. მათ დასძინეს, რომ პირადი ჰიგიენის დაცვა ეს არის ის, რაც აღნიშნულ პრობლემას მოაგვარებს და ყველა ადამიანმა კარგად უნდა გაითავისოს.
პრობლემის გააზრებისა და მისი მოგვარების წესების შემუშავების შემდგომ, მოსწავლეებმა მოირგეს ექიმისა და პაციენტის როლები. პაციენტებმა კონკრეტული შემთხვევები გაითამაშეს და თავად გადაწყვიტეს რომელ ექიმს შეეძლო მათი დახმარება.
„ავადმყოფებს“ კონსულტაცია გაუწია პედიატრმა, სტომატოლოგმა, დერმატოლოგმა და ოტორინოლარინგოლოგმა, რა თქმა უნდა, ნანა ექიმის დახმარებით. პატარა ექიმებმა გასინჯეს პაციენტები, გასცეს „რეცეპტები“ რჩევების სახით და მალე გამოჯანმრთელება უსურვეს მათ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა