მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოსწავლეთა წარმატებისთვის მხოლოდ საგნობრივი ცოდნის გაზიარება საკმარისი არ არის - ამაზე სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები თანხმდებიან და იმასაც აღნიშნავენ, რომ სიღრმისეული ცოდნის მიღება ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო პროექტების ინტეგრირებითაა შესაძლებელი.
სწორედ ასეთი არაფორმალური განათლების წარმატებული მაგალითი გახლავთ izrune.ge, რომელიც პროფესიონალების მიერ შედგენილი კითხვებისა და განათლების ექსპერტთა მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მოსწავლეებს საინტერესო, შემეცნებით ტესტირებებსა თუ საგნობრივ ოლიმპიადებს სთავაზობს.
მთავარი კი ისაა, რომ ბავშვებისთვის izrune.ge ყველაზე საყვარელი საგანმანათლებლო პროექტია, რომელმაც საშუალება მისცა, საკუთრი შესაძლებლობები გამოევლინათ, მიჩვეოდნენ დამოუკიდებელ აზროვნებას და მიღწეული წარმატებებით ოჯახის წევრებთან, ასევე მასწავლებლებთან ერთად ეამაყათ.
ამჯერად გიამბობთ ქარელის მუნიციპალიტეტის, ფცის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელ მოსწავლეზე. ნიკა გულიაშვილმა izrune.ge-ს ტესტი წარმატებით გაიარა, დიპლომიც მიიღო და ყველაზე მზრუნველ პროექტთან ერთად, მომავალშიც მრავალ წარმატებას ელის.
აღსანიშნავია, რომ ფცის საჯარო სკოლა მუდმივად ორიენტირებულია მოსწავლეთა მოტივაციაზე და თითოეულ ბავშვს წარმატებას უსურვებს ცხოვრების ყველა ეტაპზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა