სიახლეები
პიროვნება

„ნეტავ, ვიყო აბიტურიენტი...“ - პტენის საჯარო სკოლის ქართულის პედაგოგი, სოფო გვარამაძე ბლიც-კითხვებს პასუხობს
20-03-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, პტენის საჯარო სკოლის პედაგოგები, დირექციასთან ერთად, მუდმივად ცდილობენ, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, თავად კი ორიენტირებულნი არიან პროფესიულ განვითარებაზე და ზრუნავენ სკოლის წინსვლაზე.

ასეთ დროს კი მნიშვნელოვანია, სკოლაში თანამშრომლობითი კულტურა, პოზიტიური, უსაფრთხო გარემო უმაღლეს დონეზე იყოს და მოსწავლეები მთავარ ადამიანურ ღირებულებებზე ვითარდებოდნენ.

რა არის საჭირო, რათა სკოლა იყოს საუკეთესო? რა თვისებები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს? - ეს ის კითხვებია, რომლებზეც არც მზა პასუხები არსებობს და არც წარმატების მზა ფორმულა, თუმცა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებები დაგვეხმარება, შევადგინოთ ერთიანი სურათი, რომელიც რეალურად დაგვანახებს, რა სჭირდება თანამედროვე სკოლას წარმატებისთვის.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, პტენის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, სოფო გვარამაძე პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- ვფიქრობ, კარგი მასწავლებელი უნდა იყოს კომუნიკაბელური, მეგობრული, შედეგზე ორიენტირებული

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- დისციპლინა საკლასო ოთახში ნიშნავს, ვიყოთ ერთმანეთის მიმართ ჰუმანურები.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- სწავლა სამომავლო გეგმების განხორციელების საუკეთესო საშუალებაა...

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ნეტავ, ვიყო...

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- პოზიტიურ და მეგობრულ მასწავლებლად, რომელიც პატიობს ცუღლუტობას, თუმცა ხელახლა უბრუნდება საკითხს და მაინც შემოასწავლის ხოლმე...

- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ჩემს მოსწავლეებს შევაყვარე მხატვრული კითხვა, როგორც ლექსის, ასევე საკითხავი ლიტერატურის.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- რა მოსწონდა და რას ფიქრობდა ჩემზე ჩემი მასწავლებელი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება