მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ბადრი დავითაძე საკუთარი საქმის პროფესიონალია. ის შრომისმოყვარეობითა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით გამოირჩევა. მისი საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება მოსწავლეებს მაგალითს აძლევს და მოტივაციას უმაღლებს, რათა თავადაც არ დანებდნენ და მწვერვალების დასაპყრობად წინსვლა არ შეწყვიტონ. აღსანიშნავია, რომ მისი სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ უნივერისტეტებში, რაც ძალიან ახარებს და აბედნიერებს .
ბადრი დავითაძე etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- კომპეტენცია, შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ყურადღების კონცენტრაციას და საქმიანი გარემოს შექმნას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ეს უნდა შევძლოთ!
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- არ ვივლიდი რეპეტიტორთან, დროს გამოვიყენებდი მაქსიმალური ეფექტურობით...
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ალბათ მომთხოვნი, მკაცრი და სამართლიანი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- კურსდამთავრებულების უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ასტრონომია და მეზღვაურობა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.