წალენჯიხის N2 სკოლის ინგლისური ენის მენტორი პედაგოგი ნინო კალანდია საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობისთვის 12 მასწავლებელს შორის შეირჩა
20-03-2024
დაკოპირებულია
-
+
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ასწალვიან. ისინი სხვადასხვა საერთაშორისო პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ. მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კი მასწავლებლები მოსწავლეებს დიდი მონდომებით უზიარებენ.
მათ შორისაა სკოლის ინგლისური ენის მენტორი პედაგოგი ნინო კალანდია. რომელმაც თავის სამიანობაში მორიგ წარმატებას მიაღწია.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, აშშ-ის საელჩოს რეკომენდაციით, ინგლისური ენის 12 მასწავლებელი შეარჩია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის გახლდათ წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი ნინო კალანდია.
როგორც გვიყვებიან, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი 2022 წლიდან თანამშრომლობს Texas A& M უნივერსიტეტთან და წარმატებით ახორციელებს პროექტს: საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლების პროფესიული გადამზადების (TESOL) პროგრამას.
„3-თვიანი TESOL პროგრამა, რომელსაც ტეხას ა&მ უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრი უწევს ადმინისტრირებას, შეიქმნა იმისათვის, რომ დაეხმაროს ქართველ ლექტორებს/მასწავლებლებს, განაახლონ ცოდნა სწავლების საუკეთესო მეთოდებისა და პრაქტიკის გაცნობით და შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარება მათ, ასწავლონ ინგლისური ენა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, როგორც ფიზიკურად, ისე ვირტუალურად“ , - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებმა მიიღეს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატი.
საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ: აშშ-ის საელჩოს საჯარო დიპლომატიის მრჩეველი, ალექს დენიელსი და ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი - ლიკა გუმბერიძე, უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე, ონლაინ - ტეხას ა&მ უნივერსიტეტის ხელმძღვანელები: პროფესორი ბევერლი ირბი, განათლებისა და კვლევის სკოლის დეკანის მოადგილე; პროფესორი რაფაელ ლარა-ალესიო, კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორი და პროფესორი მეთიუ იტჩელსი, საერთაშორისო პარტნიორობის დირექტორი; გრუნის აკადემიური პერსონალი და დოქტორანტები; TESOL პროგრამის მონაწილე სკოლების პედაგოგები რეგიონებიდან.
აღსანიშნავია, რომ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა პროფესიული განვითარების კონფერენცია ინგლისური ენის სწავლების საუკეთესო მეთოდებისა და პრაქტიკის შესახებ 2024 წლის 29 თებერვალს (TESOL პროგრამის მიხედვით) ჩაატარა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ გრუნის პარტნიორი სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლები და დირექტორები, ასევე, ტეხას ა&მ უნივერსიტეტის TESOL პროგრამის კურსდამთავრებულები თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონიდან, სულ 100-მდე მონაწილე, როგორც ფიზიკურად, ისე ვირტუალურად.
კონფერენცია გახსნა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ვახტანგ ჭარაიამ და რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ.
სამუშაო სესიებზე, რომელსაც ფულბრაითის პროგრამის ენის ექსპერტები: მაიკ მენსფილდი, პოლ ტუკი და კაილა მაკმილანი უძღვებოდნენ, განიხილეს შემდეგი თემები: გაკვეთილების ეფექტური დაგეგმვის მიდგომები, საუბრის უნარების გაუმჯობესება, სტუდენტების მოტივაციისა და ჩართულობის გაზრდა ხელშეწყობა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფასო სწავლების რესურსების გაზიარება.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ: სტრატეგიული განვითარებისა და კვლევის სამსახურის უფროსი, მერი ლომია და რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე.
აღსანიშნავია, რომ წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.