სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

ჰიპნოპედია, გიჟური ინგლისური, NLP - უცხოური ენის შესწავლის ყველაზე უცნაური მეთოდები 
30-03-2024
-
+


უცხოური ენის შესწავლა ბევრისთვის დიდი გამოწვევაა, ბევრიც მარტივად ითვისებს, ზოგს კი ჰგონია ამისთვის განსაკუთრებული ნიჭია საჭირო, თუმცა არსებობს უცნაური მეთოდები, რომელთა გამოყენებითაც უცხო ენის შესწავლა მარტივი გახდება და ამასთანავე იქნება საინტერესო და სახალისოც კი. 

გიჟური ინგლისური

დაახლოებით 1990-იან წლებში ჩინელმა ინჟინერმა, სახელად ლი იანგმა, აღმოაჩინა, რომ ინგლისური ენის შესწავლის განსაკუთრებული უნარი ჰქონდა, მოგვიანებით იანგმა თავისი სწავლის გზა და გამოცდილება საზოგადოებას გააცნო. ამბობენ, რომ მან მილიონობით დოლარი გამოიმუშავა და მისივე თქმით, 20 მილიონზე მეტ ადამიანს ასწავლა ინგლისური.

რა არის მისი მეთოდის არსი? - ის უბრალოდ ამბობს, რომ „ხმამაღლა ყვირილით სწავლობ“  - ეს არის ტექნიკის დევიზი. იანგისთვის ამ ცხოვრებაში წარმატების საფუძველი არის გულიდან ამოსული ხმა, მოსწავლეები ყვირილისაც პოულობენ პოპულარულ ან ყურმოკრულ ფრაზებს, ზედმეტი თარგმნისა და ფიქრის გარეშე ისინი იწყებენ მეტყველებას უცხო ენაზე.

ჩინეთში მოსწავლეები იზრდებიან შთაგონებით, რომ პატივი უნდა სცენ უფროსებს, ყვირილი კი უტაქტო ტონად ითვლება, სწორედ ამიტომ ეს მეთოდი სკოლებში აიკრძალა, თუმცა მასწავლებლები, რომლებიც ამ მეთოდის დადებით მხარეს ხედავდნენ, აღნიშნავენ, რომ სწორედ აქ იზრდება „ჩინურ-ინგლისური“, ფესვები.

ფონეტიკური ასოციაციები

ფონეტიკური (ხმოვანი) ასოციაციების მეთოდი შექმნა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, რონ ატკინსონმა და მოგვიანებით, საკმაოდ წარმატებით გამოსცადა მის მოსწავლეებში.

რას გულისხმობს მეთოდი? - ბევრ ენას აქვს მსგავსი ჟღერადობის სიტყვები. ბუნებრივია, სადაც მნიშვნელობა იგივეა, სირთულეები არ არის, თუმცა, როდესაც მნიშვნელობა განსხვავდება, მაშინ საჭიროა იპოვოთ ასოციაციური ფრაზები, რომლებიც უფრო ადვილად დასამახსოვრებელია, ვიდრე უბრალოდ კონტექსტიდან ამოვარდნილი სიტყვები. ასოციაციურად ერთი სიტყვა დააკავშიროთ კონკრეტულ მოვლენასა ან ფრაზასთან, დაგეხმარებათ მის უკეთ დამახსოვრებაში და შინაარსობრივ გააზრებაში

NLP მეთოდი

NLP გამოიგონეს იმისთვის, რომ შეეძლოს გავლენა მოახდინოს ადამიანზე ქვეცნობიერის დონეზე, დაეხმაროს მათ გახდნენ უფრო, გაბედულები, ინიციატივიანები, თავდაჯერებულები და ა.შ. განუვითაროს მათ პიროვნული მახასიათებლები და არა უნარები.

NLP - ნეიროლინგვისტური პროგრამირება (NLP) - ეს არის ადამიანზე ზემოქმედების ტექნიკა, მეთოდები, რათა შეცვალოს მისი შინაგანი რწმენა, დამოკიდებულებები, ცხოვრებისეული ღირებულებები და პრიორიტეტები. 

როგორ მუშაობს მეთოდი? - ინგლისური ენის მასწავლებელი აერთიანებს კლასიკურ გაკვეთილებს პოპულარულ NLP ტექნიკებთან, როგორიცაა „ანკორინგი“, „სვიში“, „რეფრემინგი“ და სხვა. მოსწავლეებზე დადებითი ზემოქმედება იმისთვის, რომ პიროვნული უნარები გაიუმჯობესონ მნიშვნეოვანი საკითხია, თუმცა NLP ტექნიკა განსაკუთრებულ სიფრთხილესა და მის სწორად გამოყენებას მოითხოვს, ის არა მხოლოდ უცხო ენის შესაწაბვლისთვის გამომდგარი მეთოდია, არამედ ბევრი დადებითი თუ უარყოფითი გავლენის განმაპირობებელი ხდება, სწორედ ამიტომ, ის ერთ-ერთ უცნაურ მეთოდად შეგვიძლია დავასახელოთ. 

ჰიპნოპედია (ძილის სწავლა)

ბუდისტი ბერები და ინდოელი ფაკირები უძველესი დროიდან ცდილობდნენ ძილის გამოყენებას სწავლისთვის. მეთოდმა პოპულარობის ახალი რაუნდი მიიღო გასული საუკუნის 20-იან წლებში.ბუნებრივი ძილის დროს მოსწავლეები უსმენენ უცხო ენაზე სიტყვების, ფრაზების, დიალოგების, ტექსტების ჩანაწერებს და როდესაც ისინი იღვიძებენ მათი გამეორება შეუძლიათ.

თუმცა ამ მეთოდმა დიდი აღიარება ვერ ჰპოვა, რაზეც კვლევები და დასკვნებიც მიუთითებდნენ, მეთოდის „მომხრე“ მკვლევარებიც კი აღიარებენ, რომ ტვინს შეუძლია სიზმარში ინფორმაციის ათვისება, მაგრამ არა კავშირების დამყარება. 

ჰიპნოზი (არ უნდა აგვერიოს ჰიპნოპედიაში)

ჰიპნოთერაპევტი თავად მოქმედებს როგორც მასწავლებელი ან მუშაობს მასწავლებელთან ერთად - ჰიპნოზის სესიები და კლასიკური ენის შესწავლის ტექნიკა მონაცვლეობით. მეთოდის მომხრეები ჰიპნოზის გამოყენების სარგებელს იმაში ხედავენ, რომ ის ადამიანს სწავლისა და კონცენტრაციის მდგომარეობაში აყენებს, გარდა ამისა (მსგავსი NLP) ის გამორიცხავს შიშებს. სხვათა შორის, ტრენინგს შეიძლება დაემატოს მესამე ელემენტიც: ფსიქოთერაპია, როდესაც, უცხო ენის წარმატებით შესწავლის მიზნით, სპეციალისტი მუშაობს მოსწავლეებთან ბავშვობის ტრავმაზე, ზრდასრულთა ფობიებზე და ა.შ.

ჰიპნოზი, სკეპტიკოსებისგან განსხვავებით, არის გამოყენებითი მეცნიერება და საკმაოდ ეფექტურია, როდესაც საქმე ეხება ძალიან სუბიექტურ მოსწავლეებს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება