მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლა π რიცხვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა.
ეს დღე, 14 მარტს, მათემატიკის წამყვანმა მასწავლებელმა - იზა კალომლეწავმა V-VIII კლასის მოსწავლეებთან ერთად აღნიშნა.
ბავშვებმა საკუთარი ხელით დაამზადეს კედლის გაზეთი, სადაც აღწერილია ამ მათემატიკური რიცხვის მნიშვნელობა, ასევე გამოჭრეს მისი აღმნიშვნელი სიმბოლოები და წარადგინეს ისეთი აქტივობები, რის საშუალებითაც დამტკიცდა ამ რიცხვის მუდმივობა.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებელმა გააცნო მოსწავლეებს ამ დღის დაარსების ისტორია და ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე. მოსწავლეებმა მოისმინეს მასზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმოები და წაიკითხეს ამ რიცხვზე მიძღვნილი ლექსებიც.
აღსანიშნავია, რომ ამ აქტივობებით, სკოლაში საფუძველი ჩაეყარა π რიცხვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიციას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას