მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის N1 საჯარო სკოლაში, გასვლითი ღონისძიების მოწყობასა და მოსწავლეებისთვის არაფორმალური განათლების შეთავაზებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, მე-3 კლასის მოსწავლეები სვანეთის ისტორიულ - ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვივნენ, საგანმანათლებლო პროგრამის - „ნუმიზმატიკა სვანეთის მუზეუმში“, ფარგლებში.
მოსწავლეები გაეცნენ მუზეუმში ქცევის წესებს, დაათვალიერეს ნუმიზმატიკის დარბაზი, გაეცნენ სვანეთში აღმოჩენილ მონეტებს, შემდეგ კი საგანმანათლებლო სივრცეში დაათვალიერეს მონეტების ასლები და ამოიცნეს თითოეული მათგანი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო დაჯილდოვების პროცესი, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა - თამარ გუჯეჯიანმა მესამეკლასელები, პროექტში - „ერთი საათი“, Code.org-ს ფარგლებში, დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ დღე ტორტის საზეიმო გაჭრით დასრულდა.
სკოლაში მადლობას უხდიან მუზეუმის ადმინისტრაციას, მარიამ ჯაფარიძეს და ნათია გიგანს განსაკუთრებული ყურადღებისა და მასპინძლობისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას