მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამტრედიის N10 საჯარო სკოლის დირექტორი და ამავდროულად მასწავლებელი ხატია თევზაძე შრომისმოყვარე, კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პიროვნებაა, რომლისთვისაც მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა მნიშვნელოვანია. ხელმძღვანელი ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა და მათი აქტიური მხარდამჭერია. სწორედ მისი ასეთი მიდგომა განაპირობებს მოსწავლეთა მხრიდან ნდობასა და მოტივაციას.
დირექტორი ხატია თევზაძე etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- შრომისმოყვარეობა, პუნქტუალობა, მიმღებლობა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ურთიერთპატივისცემა და თითოეული მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა მათი ინტერესების, შესაძლებლობების გათვალისწინებით, განაპირობებს დისციპლინას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- დახმარება ხომ არ გჭირდებათ? იქნებ შევძლო...
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- გავივლიდი იმავე გზას.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- საინტერესოა.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- საგაკვეთილო პროცესში ნაკლებად აქტიური მოსწავლეების მხარდაჭერის შედეგად მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ჩემი მასწავლებლების თვალით დანახული ჩემი შესაძლებლობები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.