მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს პოეზიის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უღვივებენ.
სწორედ ამიტომ, სკოლაში, პედაგოგ სოფიო კალანდაძის ხელმძღვანელობით, პოეზიის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიებაზე - „ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი“ მოსწავლეებმა ქართველი პოეტების ლექსები მხატვრულად წაიკითხეს. მათ ასევე დამსწრე საზოგადოებას ადამიანის ცხოვრებაში პოეზიის მნიშვნელობის შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის ემოციური და შთამბეჭდავი იყო.
პოეზიის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება 21 მარტს. ეს დღე 1999 წელს დააარსა იუნესკოს 30-ე კონგრესმა. პოეზიის საერთაშორისო დღე პირველად იზეიმეს პარიზში 2000 წელს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას