მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის პედაგოგი დარეჯან გძელიშვილი მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა. მისთვის მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესის აქტიურად წარმართვა, რომელშიც თითოეული მოსწავლე ენთუზიაზმით იქნება ჩართული. მასწავლებელი ყველაზე დიდ წარმატებას ბავშვებისა და მშობლების ნდობას მიიჩნევს, რაც ძალიან ახარებს და ეამაყება. პედაგოგს მათგან სწორედ ასეთი დამოკიდებულება აძლევს მოტივაციას და უმაღლებს განწყობას, კიდევ უფრო შემართებით გააგრძელოს საქმიანობა.
პედაგოგი დარეჯან გძელიშვილი etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- სამართლიანი, მეგობრული, მიმტევებელი.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ყოჩაღ!
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ვისწავლიდი უცხო ენებს.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ჩვენი მასწავლებელი ძალიან კეთილია.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ბავშვების და მშობლების ნდობა
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- მასწავლებლობას ვთამაშობდი, ვასწავლიდი თოჯინებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.