მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა და კინოჩვენება მოეწყო.
შეხვედრა შეეხებოდა თემას - „ლტოლვილები და მიგრანტები“. შეხვედრის დასაწყისში, მოსწავლეებმა ტერმინები: ლტოლვილი და მიგრანტი, განმარტეს და ერთმანეთისაგან გამიჯნეს.
მოსწავლეებმა წაიკითხეს საგაკვეთილო თემაზე მომზადებული მოკლე ჩანახატები, ქართულ და სომხურ ენაზე, მოიძიეს და გააცნეს მსმენელს საინტერესო ინფორმაციები, მსოფლიოში და საქართველოში არსებული ლტოლვილი ადამიანების საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ, ასევე, მოსწავლეებმა წაიკითხეს გუტილა სერჯიოს ლექსი - „ეს რომ შენი შვილი იყოს“ და ბოლოს ყველამ ერთად ნახეს ქართული მხატვრული ფილმი - „ფესვები“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეები გახდნენ მეტად ტოლერანტები და გაუღვივდეთ ემპათიის გრძნობა. ასევე, შეძლონ იმ პრობლემების დანახვა, რომელსაც ლტოლვილი ან მიგრანტი ადამიანი გადის.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდა, ქართულის, როგორც მეორე ენის ორი მასწავლებელი, მე-8, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები და სკოლის დირექტორი.
შეხვედრის ორგანიზატორი იყო ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ მასწავლებელი ქეთევან მაისურაძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას