მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის დირექტორი და ამავდროულად ქართული ენა/ლიტერატურისა და გერმანული ენის მასწავლებელი ლალი შიხიაშვილი, როგორც თავად ამბობს მკაცრი, მაგრამ ობიექტური და მიუკერძოებელია. ის მომავალი თაობების აღზრდის კეთილშობილურ საქმეს ღირსეულად ემსახურება, რათა განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში თავისი წვლილი შეიტანოს, ამაყობს, როცა მისი მოსწავლეები უმაღლეს შეფასებებს იღებენ და უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებვით ირიცხებიან.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს, დირექტორ ლალი შიხიაშვილთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- კომპეტენტურობა, სამართლიანობა და ბავშვების სიყვარული.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- მოტივირებულ მოსწავლეებს და უსაფრთხო, პოზიტიურ სასწავლო გარემოს.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- „ჩავრთოთ მესამე თვალი!“- ტექსტების გარჩევისას ხშირად ვიყენებ ამ ფრაზას.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- სიამოვნებით დავეუფლებოდი დამატებით ტურ-ოპერატორის პროფესიას...
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მკაცრი, მაგრამ ობიექტური, მიუკერძოებელი და სამართლიანი....
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- როდესაც ჩემი აბიტურიენტები 100% -იანი გრანტით ირიცხებოდნენ უმაღლეს სასწავლებელში ან უმაღლეს შეფასებას იღებდნენ ჩემს საგანში.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- წიგნების კითხვა, გერმანული ენა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.