მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარების მიზნით, სხვადასხვა მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიებები იმართება.
მათ შორის იყო გაზაფხულის პირველი დღესასწაულისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო.
„ყველა სიკეთის დედა ქალია, ქალი სიცოცხლის საწინდარია“ - ამ სახელწოდებით ჩატარდა ლიტერატურული საღამო, ქვილიშორის საჯარო სკოლაში, რომელშიც მონაწილეობდნენ III კლასის მოსწავლეები. კლასის ხელმძღვანელი ნათია ფაჩუაშვილი გახლავთ.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბავშვებმა საყვარელ დედიკოებსა და მასწავლებლებს ლამაზი სიტყვებით, ლექსებით მიულოცეს დედის დღე და მათ ყველაფერი საუკეთესო უსურვეს.
ეს დღე ძალიან ემოციური და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქიტოვობები, ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას