მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე, ინფორმაციული და შემოქმედებითი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ამ დღის დაარსებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, აღნიშნეს, თუ რატომ აღინიშნება ეს დღე 21 მარტს: „რატომ 21 მარტი? - რამდენადაც, დაუნის სინდრომი ეწოდა მდგომარეობას, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება, შესაბამისად თარიღი - 21 მარტი არის შერჩეული 21-ექრომოსომის, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მე-3 თვე ტრისომიული მოვლენის სიმბოლოდ“.
მოსწავლეები ასევე გაეცნენ სტატისტიკურ მონაცემებს და საზოგადოებას გაუზიარეს, რომ მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან, ერთი დაუნის სინდრომით იბადება.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა მასწსვლებლების დახმარებით აიმაღლეს ცნობიერება, უყურეს ფილმს და ამის შემდეგ დაამზადებ პოსტერები.
„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსებს!“ - ლოზუნგის ირგვლივ სრულიად სასკოლო საზოგადოება გაერთიანდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას