მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს, 21 მარტს დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა სახელწოდებით - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ნუ დათვლი შენც!“.
ღონისძიებას საგანმანათლებლო ხასიათი ჰქონდა და მისი მიზანი იყო სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და არსებული მითების დამსხვრევა.
მოსწავლეებმა პლაკატები და კედლის გაზეთები დაამზადეს და ისაუბრეს, თუ რას გულისხმობს დაუნის სინდრომი. ბავშვები ჭრელი წინდების კამპანიაშიც ჩაერთნენ.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას