მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარი ბურჯალიანი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის, მუდამ სიახლეებისკენ ორიენტირებული პედაგოგია. როგორც თავად გვიყვება მეგობრულია, მკაცრიც, მაგრამ სამართლიანი. მისთვის საამაყო და სასიხარულოა, რომ ბავშვები თანამოაზრედ და მეგობრად თვლიან. ის ცდილობს მოსწვალეებს ჯანსაღი გარემო შეუქმნას და განათლებული ახალგაზრდების აღზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ მარი ბურჯალიანთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- ბავშვების სიყვარული, პროფესიონალიზმი, სიახლეების ძიება.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ჯანსაღ სასწავლო გარემოს.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- არ მოგერიდოთ, დასვით ბევრი კითხვა.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- მაქსიმალურად ამოვწურავდი სკოლის რესურსებს .
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მეგობრული, მკაცრი, მაგრამ სამართლიანი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ბავშვები მათ თანამოაზრედ და მეგობრად მთვლიან, ისინი ცდილობენ საგანში თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმალური შედეგი აჩვენონ.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ხელოვნება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.