მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დარიკო ფრუიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის მასწავლებელია, რომლისთვისაც ბავშვების მოსმენა ის მთავარი თვისებაა, რაც პედაგოგ უნდა გააჩნდეს. მისთვის მთავარია მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული გარემოს შექმნა და ამისთვის ყოველდღიურად ზრუნავს, ის მათ ყველაზე მნიშვნელოვანს - აზრის თავისუფლად გამოთქმას ასწავლის.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს მასწავლებელმა დარიკო ფრუიძესთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- პროფესიონალიზმი, ბავშვების სიყვარული, მათი მოსმენა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- შევქმნა ისეთი გარემო, რომ არ იყოს უინტერესო მოსწავლეთათვის.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- კარგად ვისწავლიდი და პროფესიას, იმის მიხედვით ავირჩევდი, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ძალიან საინტერესოა, მაგრამ ვფიქრობ ცუდად არ დამახასიათებდნენ...
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- თავისუფალი აზრის გამოთქმას ვასწავლი...
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა...
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას