მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მაია ფრუიძე ბოლნისის N2 საჯარო სკოლის საკუთარი პროფესიით გულანთებული პედაგოგია. სკოლაში სახვით ხელოვნებას ასწავლის და მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. თავად განვითარებისკენ ორიენტირებული, ცდილობს მოსწავლეებს ახალი იდეები შესთავაზოს და ურთიერთანამშრომლობაზე დაყრდნობით წარმართოს სასწავლო პროცესი.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სახვითი ხელოვნების მასწავლებელი მაია ფრუიძე პასუხობს.
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- დასვას სწორი შეკითხვა და მოუსმინოს მოსწავლეს, არ დაამციროს, არ დასცინოს. მოსწავლისთვის უნდა იყოს საინტერესო მასწავლებელი, ახალი იდეებით.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის თანამშრომლობას, ურთიერთგაგებას, გაკვეთილის პოზიტიურად წარმართვას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ყურადღებით, ერთმანეთის აზრს პატივი ვცეთ..
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- გამოვიყენებდი ყველა წუთს მაქსიმალურად ცოდნის დაგროვებისთვის. მაქსიმალურად კარგად გავარკვევდი თუ რა მინდა მომავალში.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- თბილი, მოსიყვარულე, მხიარული.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მოსწავლეებისგან უკან მიღებული ცოდნა და მათი დადებითი ემოციები ჩემს მიმართ. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- მზე ხელოვნურად ანათებდა ადამიანების დახმარებით თუ ბუნებრივად? (მოსწავლეობის ადრეულ ასაკში).
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.