მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ, პროფესიულ განვითარებაზეა ორიენტირებული წეროვნის N2 საჯარო სკოლის უცხოური (ინგლისური) ენის მასწავლებელი ირმა მესხორაძე, რომელიც საგანმანათლებლო ვიზიტით იმყოფებოდა იტალიაში, მილანის საჯარო სკოლაში - Galileo Galilei. იტალიურ სკოლაში ის შეხვდა სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს, დაესწრო გაკვეთილებს, რომლებიც მიმდინარეობდა რესურსებით დატვირთულ საკლასო ოთახებში, ასევე მოინახულა სკოლის ბიბლიოთეკა, თეატრი, სკოლის მუსიკის ცენტრი.
აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლაში განსაკუთრებული მიდგომაა ინკლუზიური განათლების მიმართულებით და ასევე სსსმ მოსწავლეების ჩართულობა სასწავლო პროცესში ერთ-ერთი პრიორიტეტია ყველა პედაგოგისთვის.
მასწავლებელი დაესწრო საერთაშორისო კონფერენციას, სხვა ქართველ პედაგოგებთან ერთად, და წარადგინა საინტერესო თემა - „ინკლუზიური განათლება სკოლაში“.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას