მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მზია რეხვიაშვილი ბოლნისის N2 საჯარო სკოლის ბავშვებზე უზომოდ შეყვარებული პედაგოგია, მისთვის სამართლიანობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამას მოსწავლეებსაც აგრძნობინებს. როგორც თავად გვიყვება, მისი ყველაზე დიდი პროფესიული მიღწევა მოსწავლეების ნდობის მოპოვება გახლავთ. თავისი ღირსებებითა და ფასეულობებით, ის განათლების სადარაჯოზე დგას და თავის წვლილი შეაქვს ინტელექტუალური თაობების აღზრდაში.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ მზია რეხვიაშვილთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- ბავშვების სიყვარული, მოწესრიგებულობა, ცოდნა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- კარგად ჩატარებულ გაკვეთილს.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- მომისმინეთ ყურადღებით.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- არ დავკარგავდი დროს და მაქსიმალურად ვეცდებოდი ცოდნის დაგროვებას.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- როგორც სამართლიან პედაგოგს.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მოსწავლეების ნდობის მოპოვება.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- საქართველოს ისტორია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.