მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კერძო სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი მარიამ ქოიავა შრომისმოყვარე და გულისხმიერი პიროვნებაა. ის ბავშვებს ასწავლის მადლიერების გამოხატვასა და ადამიანების დახმარებას. პედაგოგი თავის ყველაზე დიდ წარმატებად მოსწავლეთა სიყვარულსა და მათი მშობლების ნდობის მოპოვებას მიიჩნევს, რაც ძალიან ეამაყება.
მასწავლებელი მარიამ ქოიავა etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- გულისხმიერება, შრომისმოყვარეობა, შემოქმედებითობა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- მოსწავლეთა მხრიდან პედაგოგის გაწეული შრომის დაფასებასა და წესრიგის დაცვით მადლიერების გამოხატვას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- აბა, ვინ არის მზად სხვების დასახმარებლად?
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- პროფესიის არჩევის პროცესში საკუთარ გულს უფრო მეტად მოვუსმენდი, ვიდრე მშობლების მხრიდან რჩევის სახით მოწოდებულ გადაწყვეტილებას. აუცილებლად პედაგოგიურ ფაკულტეტს ავირჩევდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ლამაზი, კეთილი, ჭკვიანი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მოსწავლეთა სიყვარული და მათი მშობლების ნდობა.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- დღის ბოლოს როგორ გრძნობდა თავს მასწავლებელი, რომელმაც გაურკვევლობაში დარჩენილ მოსწავლეს საკითხის კიდევ ერთხელ ახსნაზე უარი უთხრა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.