მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კერძო სკოლა „ცოდნას“ ინგლისური ენის მასწავლებელი რუსუდან ნასყიდაშვილი მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მკაცრია, ბავშვებმა ყოველთვის იციან, რომ მისი იმედი ყოველთვის შეიძლება ჰქონდეთ. ის ყოველთვის გულისყურით უსმენს მათ და რჩევებს არ იშურებს. მასწავლებელი ბავშვობიდან ძალიან ცნობისმოყვარე და სიახლეების მაძიებელია, რაც პროფესიულ წინსვლაში ეხმარება.
მასწავლებელი რუსუდან ნასყიდაშვილი etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- უნდა შეეძლოს ადაპტაცია ნებისმიერ კლასში, უნდა იყოს სამართლიანი, უნდა იყოს კარგი მსმენელი.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- კომფორტულ გარემოს, სადაც მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის არის სრული ჰარმონია და პატივისცემა.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ყოჩაღ! რა კარგად მომზადებულხარ! შენ შეგიძლია!
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ისევ მასწავლებლის პროფესიას ავირჩევდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მკაცრი, მაგრამ მეგობრული.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- დიდი წარმატებაა, როცა ბავშვს შეაყვარებ საგანს და მადლიერ თვალებს დაინახავ.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- მოსწავლე ვიყავი ძალიან ცნობისმოყვარე. მაინტერესებდა ყველაფერი, ყველა საგანი და სულ ძიების პროცესში ვიყავი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.