მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კერძო სკოლა „ცოდნას“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია ბაზაძე თავისი საქმის პროფესიონალი და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანია. მისთვის თითოეული მოსწავლე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მათ აზრს ყოველთვის უსმენს და პატივს სცემს. მოსწავლეებს პედაგოგი გამორჩეულად უყვართ და ძალიან მეგობრულ ადამიანად მიიჩნევენ, რაც მას ძალიან ახარებს.
მასწავლებელი ლია ბაზაძე etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- გაწონასწორებული, პროფესიონალი, ბავშვების მოსიყვარულე.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- როდესაც წინასწარ შემუშავებულ ქცევის წესებს იცავს მოსწავლე, კლასში მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა კეთილგანწყობაზეა დაფუძნებული და არა შიშსა და დასჯაზე.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ყველაფერი გამოგვივა.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- უფრო მეტად ვიმუშავებდი ჩემს თავზე, მეტ დროს დავუთმობდი ზოგადი განათლების მიღებას, კარგად ვისწავლიდი მინიმუმ ორ უცხო ენას.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- როგორც პასუხისმგებლობიან, მეგობრულ, თანამგრძნობ მასწავლებელს.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ყველაზე დიდი წარმატება მოსწავლეების სიყვარულია.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, დაინტერესებული ვიყავი გერმანული ენით, ლიტერატურით, კულტურით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.