სიახლეები
პიროვნება

„ყველაზე დიდი წარმატება მოსწავლეებისგან მიღებული სიყვარულია“ - კერძო სკოლა „ცოდნას“ პედაგოგი თინათინ ბლიაძე
21-03-2024
-
+


კერძო სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასის პედაგოგი თინათინ ბლიაძე პასუხისმგებლობითა და პროფესიის სიყვარულით გამოირჩევა. ის მოსწავლეებს მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ გარემოს უქმნის, რაც ბავშვებს სწავლის მოტივაციას უმაღლებს. პედაგოგისთვის ურთიერთპატივისცემა და თითოეული მოსწავლის მოსმენა მნიშვნელოვანია, რაც ბავშვებს მის მიმართ ნდობას უღვივებს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდ წარმატებად ის სწორედ მოსწავლეთა სიყვარულს მიიჩნევს.

თინათინ ბლიაძე etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- პასუხისმგებლობის გრძნობა, საკუთარი საქმის სიყვარული, მოსწავლეების სიყვარული.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ქცევის წესების შემუშავებას. ქცევები ყველა კლასში სხვადასხვაა, რადგან მოსწავლეთა ინტერესებისა და ასაკის გათვალისწინებით დგება ასევე ურთიერთპატივისცემა.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- „ძალიან კარგი“.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ყველა საგანს ვისწავლი შეძლებისდაგვარად. მეტ ყურადღებას მივაქცევდი საგნებს, რომლებიც გამოცდებზე მჭირდება.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- მზრუნველი და ბავშვების მოყვარული.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ყველაზე დიდი წარმატება მოსწავლეებისგან გამოხატული სიყვარულია.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- საქართველოს ისტორია, ქართული ლიტერატურა და გეოგრაფია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება