მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სვეტლანა მარტიროსიანი ბოლნისის N2 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელია, რომელსაც საგნის ცოდნა და კეთილშობილობა, ის მთავარი თვისებებია, რაც კარგ მასწავლებლად აქცევს. თავისი ღირებულებებით კი, განსაკუთრებით უყვარს მოსწავლეებს. როგორც თავად გვიყვება, მისი მთავარი მიღწევა ბავშვების საგნით დაინტერესება და მათი წარმატებაა.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ სვეტლანა მარტიროსიანთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- საგნის ცოდნა, მოთმენა, კეთილშობილობა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ორგანიზებული და მეგობრული ურთიერთობა.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ბრავო.... ყოჩაღ...
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ვისწავლიდი კარგად, რომ გავაგრძელო სწავლა და მივაღწიო მიზანს.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მომთხოვნი, მეგობრული, ტოლერანტი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ბავშვების დაინტერესება საგნის მიმართ და დადებითი შედეგის მიღება.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- სწავლა, სწავლა და სწავლა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.