სიახლეები
სკოლები

თბილისის N178 საჯარო სკოლის მკვლევართა კლუბის წევრები მინის საწარმოს ესტუმრნენ
21-03-2024
-
+


ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. მოსწვლეთა ცოდნისა და თვალსაწიერის გაფართოების მიზნით ეწყობა არაერთი გასვლითი ღონისძიება.

20 მარტს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სკოლის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის წევრი მოსწავლეები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის - „მეცნიერება იწყება სკოლიდან“ ფარგლებში მინის საწარმოს ეწვივნენ.  კომპანია „შიშეჯამი სს მინა“ წარმომადგენლებმა იზრუნეს მოსწავლეებისთვის შეექმნათ მშვიდი და კომფორტული გარემო.

როგორც მოსწავლეთა პედაგოგი ეკა უჩანეიშვილი გვიყვება, აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში მინის წარმოების ქიმიური, ტექნოლოგიური-ინჟინერიის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, ასევე მოსწავლეთა ინფორმირებულობა მიღებული მინის პროდუქციის ხარისხის კონტროლის შესახებ.  

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა - ქეთევან სულაქველიძემ მოსწავლეებს გააცნო კომპანიის დაარსების ისტორია და ესაუბრა მსოფლიო დონეზე კომპანიის წარმატების შესახებ.

ხარისხის კონტროლის დირექტორი გაგა დანელია მოსწავლეებს ესაუბრა საწარმოში მიმდინარე პროცესებზე, დეტალურად გააცნო მათ ქარხანაში ნედლეულიდან პროდუქციამდე მიღების თავისებურებები, მოსწავლეებს მიეცათ საშუალება საკუთარი თვალით ენახათ მინის კაზმიდან მინის მიღების და ღუმელში 1500 გრადუსზე ხარშვის პროცესი. 

მასპინძლებმა მოსწავლეებს გააცნეს, უსაფრთხოების წესები, რაც სრული სიზუსტით იქნა დაცული.  

„ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო იყო ის ფაქტი, როდესაც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბატონ ოლგუნ თაშდემირმა მოისურვა სტუმრებთან  შეხვედრა და დრო დაუთმო მოსწავლეებთან დიალოგს, ისაუბრა ქართულ ენაზე და მოსწავლეებს გაესაუბრა მათ ინტერესებსა და შთაბეჭდილებებზე. საუბრისას ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პირველად აქვს პრაქტიკა იმისა, რომ მოსწავლეები დაინტერესდნენ მინის საწარმოთი, მადლობა გადაგვიხადა დაინტერესებისთვის და საწარმოში ვიზიტისთვის. მადლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს წალბატონ მარინა კაპანაძეს, „შიშეჯამი სს მინას“ გუნდს, ასევე, სკოლის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის, თითოეულ მოსწავლეს აქტიური ჩართულობისთვის“,- აღნიშნავს პედაგოგი ეკა უჩანეიშვილი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია


ექსტერნატის გამოცდების რეგისტრაციისა და ჩატარების ვადები

NAEC მასწავლებლებისთვის ინფორმაციას ავრცელებს -  განაცხადის წარსადგენის ვადები ცნობილია
სკოლებში სწავლა არ განახლდება - აჭარის განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

პრაქტიკული რჩევები ბაღის პედაგოგებისა და მშობლებისთვის - ბავშვებში სურსათის გადაცდენის რისკის შესამცირების გზები

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

თბილისის N115 საჯარო სკოლაში მეცხრე კლასის მოსწავლეებს სამხედრო საქმის მასწავლებელი ოკუპაციასთან დაკავშირებით ესაუბრა

ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას

„მშობლიური სკოლა ულოცავს ლინდას მიღწეულ შედეგს, ამაყობს მისით და უსურვებს მომავალში წარმატებებს“
საინტერესო

ვინ და როდის მოიგონა თებერვალი?

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი მიდგომა? 

სიახლეები
საზოგადოება