მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კარინა ალიხანიანი ბოლნისის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელია, რომლისთვისაც პროფესია განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია, მისი თქმით დრო რომ უკან დაბრუნდეს, მაინც მასწავლებლობას აირჩევდა. მისთვის მთავარი მოსწავლეთა სიყვარული, მათთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებაა.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ კარინა ალიხანიანთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- ტოლერანტობა, პროფესიის და ბავშვების სიყვარული, კრეატიულობა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ურთიერთპატივისემას და კლასის ეფექტური მართვის შედეგს.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ძალიან კარგი მოსწავლე ხარ, მახარებ შენი შედეგებით.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ისევ ჩემს პროფესიას ავირჩევდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- კეთილი, მეგობრული, თბილი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- სიყვარული ჩემი საგნის მიმართ.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ბიოლოგია, მედიცინა, ხალხური მედიცინა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.