მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს, 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება.
დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მასშტაბურ კამპანიას ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლა შეუერთდა.
პედაგოგები მოსწავლეებს დაუნის სინდრომის შესახებ ესაუბრნენ და არსებული მითები დაამსხვრიეს.
„მოსწავლეებს კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ასევე ვაჩვენეთ ვიდეორგოლი და შემდეგ ვისაუბრეთ თუ რატომ აღინიშნება ეს დღე“,- გვიყვებიან სკოლაში, სადაც მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებასა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მათი ცოდნის გამდიდრებაზე აქტიურად ზრუნავენ.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას