მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით სხვადასხვა შემეცნებით გასვლით აქტივობებში დიდი მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მე-9 მეცხრე კლასის მოსწავლეები და მათ ხელოვნების პედაგოგი მაია ფხაკაძე ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმში იმყოფებოდნენ. მათ გულთბილად უმასპინძლა მუზეუმის ხელმძღვანელმა - მარინე სულაქველიძემ.
მუზეუმი აიიპ „კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალს წარმოადგენს. ააიპისა და მუზეუმის ადმინისტრაციების ორგანიზებითა და მერიის მხარდაჭერით, შენობას, რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
იქ ამ დროისთვის, როგორც გვიყვებიან, ინახება მუსიკალური ინსტრუმენტები, რომლებზეც მუშაობდა ზაქარია ფალიაშვილი.
მუზეუმის დიასახლისმა, სტუმრებს საინტერესო ინფორმაციები გააცნო და ცოდნა აუმაღლა.
„ის კათოლიკური ეკლესიის გუნდში მღეროდა, მისმა შესრულებულმა საგალობელმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია“, - ეს მცირე ამონარიდია რაც მუზეუმის დიასახლისმა უამბო მოსწავლეებსა და მასწავლებელს.
აღსანიშნავია, რომ მან ბოლოს მოსწავლეებთან ერთად კომპოზიტორის მუსიკაზე შექმნილი საქართველოს ჰიმნი შეასრულა, რამაც იქ მყოფი თითოეული განწყობა კიდევ ერთხელ აამაღლა.
მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას