მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლაში სხვადასხვა თემაზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
21 მარტს სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მოსწავლეები სლოგანის „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ გაერთიანდნენ და სინდრომის შესახებ არსებული მითები დაამსხვრიეს.
მოეწყო მინი პრეზენტაცია, რომლის საშუალებით ბავშვები კიდევ ერთხელ გაეცნენ, თუ რა არის დაუნის სინდრომი, ასევე გაიმართა საინფორმაციო ანიმაციის ჩვენება, რომელიც ასევე სტერეოტიპების მსხვრევას ემსახურებოდა.
მოეწყო დისკუსია, რითაც გამყარდა მოსწავლეთა ცოდნა.
„მათ მიიღეს რჩევები, რაც შემდგომ დაეხმარებათ იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, ვისაც ერთით მეტი ქრომოსომა აქვთ“,- გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიება თვითმმართველობამ ჩაატარა, რომლის თავმჯდომარეა თიკა საფარიძე. ღონისძიებაში ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღო სკოლაში არსებულმა სამოქალაქო კლუბმა - „მოქალაქე“. ასევე, აქტიურად იყო ჩართული ბიოლოგიის მასწავლებელი მანანა მგელაძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას