მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ირა გოგილაშვილი წლებია, რაც თითოეული მოსწავლის განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავს. თვლის, რომ მოსწავლეები დაახასიათებდნენ მომთხოვნ და მზრუნველ ადამიანად.
მისი აზრით, საკლასო ოთახში დისციპლინა გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართულობას ნიშნავს. მისი კომპეტენტური აზრი სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. ამჯერად, მან etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუს უპასუხა.
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- კომპეტენტური (საგნის სიღრმისეული ცოდნა), მოსწავლეების სიყვარული, პასუხისმგებლიანი.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- გაკვეთილზე მოსწავლეების ჩართულობას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- „თქვენი თავი თქვენ უნდა გადაირჩინოთ - თქვენს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს“.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- იმავე გზას გავივლიდი, რაც გავიარე.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მომთხოვნი, მზრუნველი.
- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- როცა დამამთავრებელ კლასში ვიწყებ მუშაობას, მოსწავლემ არ იცის გამრავლების ტაბულაც კი და იმდენად ავუმაღლე მოტივაცია, დღე და ღამე მათემატიკას მეცადინეობს და ყველაზე საყვარელი საგანი, მისთვის მათემატიკაა.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა..
- როგორ შემექმნა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.