მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება.
ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეწყობა ღონისძიებები, აქციები, დისკუსიები, რომელთა მიზანია საზოგადოებაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
მსოფლიო ღონისძიებში ახალქალაქის N5 საჯარო სკოლა აქტიურად ჩაერთო.
მოსწავლეები შეუერთდნენ ამ მსოფლიო მნიშვნელობის დღეს სლოგანით - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ და „მზე, რომელიც ერთი სხივით მეტს ანათებს“ შეუერთდნენ და თემატური შემეცნებითი პრეზენტაციები გამართეს.
გაიმართა საინტერესო შემეცნებითი საუბრები. საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა დაწყებით საფეხურის მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია ამ დღის დაარსებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.
„ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი აქტივობებით ხელს შევუწყობთ მოსწავლეებში ემპათიის უნარის განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას