მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, შესაბამისად, საქართველოს ისტორია მეტად საინტერესო აქტივობებითა თუ ღონისძიებებით ისწავლება.
ახლახან, გუდაურის საჯარო სკოლაში ჩატარდა „ჩემი საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში მომზადებული ღონისძიება - „თქმულებებში დარჩენილი ისტორია“.
მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად, მოიძიეს დამატებითი ინფორმაცია ქართველთა გმირ წინაპრებზე: ცხრა ძმა ხერხეულიძე, მაია წყნეთელზე, თამარ ვაშლოვნელსა და თინა წავკისელზე.
მოსწავლეები შეეცადნენ წარმოდგენა გაელამაზებინათ ვიზუალური მასალითაც. გამოფენილი იყო ძველი საყოფაცხოვრებო და საბრძოლო ნივთები.
„მომავალმა თაობამ აუცილებლად უნდა ისწავლოს წარსულის პატივისცემა. ეს ღონისძიებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“,- აღნიშნა ღონისძიების ხელმძღვანელმა ნაირა აფციაურმა.
იხილეთ ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას