მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
შესაბამისად სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა ტყის საერთაშორისო დღე.
გარემოსდაცვითი დღესასწაული სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის მასწავლებლის ჯულიეტა შირინიანის ინიციატივით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრეს, ასევე წარმოთქვეს თემატური ლექსები და იმღერეს.
ბავშვებმა მათი შექმნილი ნახატებიც წარმოადგინეს, სადაც აღწერეს სოფლის მახლობლად მდებარე ტყე. „დღემ ძალიან ლამაზად ჩაიარა“,- გვეუბნებიან სკოლაში და ბავშვებს ბევრ საინტერესო სასწავლო დღეებს ჰპირდებიან.
21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს აღიარა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას