მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა.
სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო ღონისძიებას მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად შეუერთდნენ.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სტერეოტიპების დამსხვრევა. მოეწყო შემეცნებითი საუბრები.
მოსწავლე-მასწავლებლებმა სკოლის ეზოში ფლეშმობი მოაწყვეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან და აღნიშნული ლოზუნგით პლაკატები დაამზადეს.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
სწორი პასუხები და შეფასების სქემები ყველა საგანში - ეროვნულები 2024
სკოლაში კურსდამთავრებულებით ამაყობენ. ასევე განსაკუთრებულ მადლობას სკოლის პედგოგებს უხდიან, რომელთაც მოსწავლეთა განათლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით
„მთავარია ჩვენ არ გავჭედოთ ქულების ნახვის დროს!“
„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...