მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ანდრია ტარიელაძე მხატვრული კითხვის კონკურსში ჩაერთო.
კონკურსი 19 მარტს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განათლების რესურსცენტრის დირექტორის - ნევრესტან დიდმანიძის ხელმძღვანელობით, თხილნარის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა.
კონკურსზე ანდრია წარმატებით წარდგა და დამსახურებული პირველი ადგილიც დაიკავა, მან წაიკითხა, ამონარიდი რევაზ ინანიშვილის მინიატურიდან - „დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა“.
აღსანიშნავია, რომ ანდრიას მასწავლებელი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი და კლასის დამრიგებელი მაყვალა ანანიძე გახლავთ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლე - ახალგაზრდობას, თავიანთი შესაძლებლობებისა, თუ მხატვრულ-შემოქმედებითი უნარების წარმოჩენაში, განსაკუთრებულად ეწყობათ ხელი რესურსცენტრის ორგანიზებითა და ინიციატივით.
„კვლავ უამრავი წარმატება ანდრია ტარიელაძეს და მასწავლებელს მაყვალა ანანიძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პრაქტიკული რჩევები ბაღის პედაგოგებისა და მშობლებისთვის - ბავშვებში სურსათის გადაცდენის რისკის შესამცირების გზები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
დარჩელის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა მოსწავლეთა სასწავლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი კონფერენცია თემაზე: „მათემატიკის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში“