მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხუროს მასწავლებელი ქეთევან ოჩინსკი ქუთაისში გამართულ, საგანმანათლებლო სემინარს დაესწრო.
სემინარი 9 მარტს გაიმართა. საქართველოს საჯარო სკოლის 400- მდე მასწავლებელმა, უმაღლესი საფეხურის 7 დანიელ მასწავლებელთან ერთად, განიხილეს განათლების მომავალი და ერთმანეთს სასკოლო სისტემაში ინკლუზიურობის, საკლასო დიალოგის, მოსწავლეთა კონსულტაციისა და ციფრული წიგნიერების შესახებ საუკეთესო გამოცდილება გაუზიარეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგს დანერგილი აქვს დანიური სწავლება საკუთარ პრაქტიკაში. მან გამოცდილება გააცნო და გაუზიარა დამსწრე კოლეგებს, მოცემული შესაძლებლობისთვის კი, მადლობა გადაუხადა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტ მაია კობახიძეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული სემინარი ჩატარდა, დაიწყო 2017 წელს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) და GL – Gymnasieskolernes Lærerforening-ის თანამშრომლობით და მას შემდეგ დანიური სასწავლო მეთოდები აქტიურად გამოიყენება საქართველოს 700-ზე მეტ სკოლაში. პროექტი დაფინანსებულია დანიური ორგანიზაცია CISU - მიერ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას