სიახლეები
სიახლეები

კითხვები, რომლებიც კერძო სკოლის შერჩევისას უნდა დასვათ - ინფორმაცია პირველკლასელთა მშობლებისთვის
31-05-2024
-
+


2024-2025 სასწავლო წლისთვის სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში. მშობლებმა უკვე აქტიურად დაიწყეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შერჩევა. იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს რაიმე სახის ერთიანი სარეიტინგო სისტემა, რომელიც მშობლებს დაეხმარება სკოლის შერჩევაში, როგორც წესი, რჩევებს სხვა, უფრო გამოცდილი მშობლებისგან იღებენ. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ასეთ დროს შეფასება ყოველთვის სუბიექტურია, ნებისმიერ სკოლას ჰყავს როგორც კმაყოფილი, ისე უკმაყოფილი მშობელი.

სტატიაში ამჯერად გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ კერძო სკოლის შერჩევის კრიტერიუმებზე - რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ? 

პირველი ფაქტორი, რასაც ყველა მშობელი აკვირდება, ეს კერძო სკოლის შენობაა - აქვს თუ არა სკოლას მოწესრიგებული კლასები, ინფრასტრუქტურა, ტექნიკურ უზრუნველყოფა და ღია სივრცე.. თუმცა, ამის გარდა, არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელიც სკოლის არჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. სწორედ ამ ერთი შეხედვით არათვალშისაცემ, თუმცა მნიშვნელოვან დეტალებზე მოგაწვდით ინფორმაციას.

კერძო სკოლის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, ავტორიზებულია თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულება და რამდენჯერ აქვს გავლილი ავტორიზაცია; აღიარებს თუ არა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აღნიშნული სკოლის ატესტატს. ასევე იკითხეთ, მასწავლებელთა კვალიფიკაციის შესახებ; რა სტატუსის პედაგოგები ასწავლიან მოსწავლეებს და ზოგადად აქცევენ თუ არა ყურადღებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულობას; რა სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს სასწავლო პროცესი და როგორია სკოლის შინაგანაწესი. აღნიშნული ინფორმაციის შემდგომ შეგიძლიათ, ისეთ საკითხებზე გადახვიდეთ, რომლებიც უშუალოდ სასწავლო პროცესს, ფორმალურ თუ არაფორმალურ განათლებას უკავშირდება. გაიგოთ, რა ტიპის წრეებს, დამატებით აქტივობებს სთავაზობს სკოლა მოსწავლეებს, თანამშრომლობს თუ არა საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრებთან, აქვთ თუ არა გაცვლითი პროგრამები და ა.შ. 

იმისთვის რომ ბავშვმა სკოლაში თავი კომფორტულად იგრძნოს, ყველა ზემოჩამოთვლილ ფაქტორთან ერთად, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ სკოლის მიერ შეთავაზებული აქტივობები; გარემო თავსებადი უნდა იყოს თქვენი შვილის ინტერესებთან - მეტი პრიორიტეტი მიანიჭეთ სკოლას, რომელიც ბავშვის ინეტერსებზე მორგებულ წრეებს და აქტივობებს გთავაზობთ. 

ასე რომ, მშობლებო, სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დასვით ყველა კითხვა, და მიიღეთ ამომწურავი პასუხები. გახსოვდეთ, რომ ლამაზი საკლასო ოთახი თუ ეფექტური შენობა ყოველთვის განათლების მაღალ ხარისხსა და სტანდარტს არ ნიშნავს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება