მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში სწავლება პროექტებით მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.
საინტერესოა პროექტული სწავლება მუსიკაში.
ახლახან, X კლასის მოსწავლეებმა მუსიკაში დაასრულეს მუშაობა პროექტზე, რომლის თემაც იყო „ეროვნული იდენტობისა და ევროპული მუსიკალური აზროვნების საკითხები ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში,“ ხოლო ქვეთემა - „სამშობლო გვიხმობს“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო მუსიკალური ენის ელემენტებსა (რიტმი, მელოდია, ჰარმონია...) და სამყაროზე წარმოდგენას შორის ურთიერთკავშირის დადგენა, აგრეთვე ამ ელემენტების გამოყენება სამყაროს ფილოსოფიურ გააზრებაში.
პროექტს ხელმძღვანელობდა წამყვანი მასწავლებელი ეკა გაგუა. პროექტი მოიცავდა ცხრა ეტაპს. მის განხორციელებაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები - ლიზი თოდუა, დავით კვარაცხელია, გიორგი ბეჭვაია, ლუკა ბარსეგოვი.
მოსწავლეებისთვის პროექტზე მოშაობა მეტად შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პრაქტიკული რჩევები ბაღის პედაგოგებისა და მშობლებისთვის - ბავშვებში სურსათის გადაცდენის რისკის შესამცირების გზები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
დარჩელის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა მოსწავლეთა სასწავლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი კონფერენცია თემაზე: „მათემატიკის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში“