მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მოსწავლეები ევროპული დონის განათლებას იღებენ და საერთაშორისო ასპარეზზე გადიან.
ქართულ- ევროპული სკოლა „ორნატისა“ და პოლონეთის, ქალაქ პოზნანის კომუნიკაციების სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, პროექტის - „განათლება საზღვრებს გარეშე“ ფარგლებში, ქართულ - ევროპული სკოლა „ორნატის“ დელეგაცია: სკოლის მასწავლებელი მარინა ხუსკივაძე, მოსწავლეები: თემო კობალაძე და თათია ვარდუკაძე,12-16 მარტს, საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლონეთის ქალაქ პოზნანში.
მათ მიიღეს მონაწილეობა ქალაქში გამართულ კონფერენციებსა და შეხვედრებში. დაესწრნენ სკოლაში მიმდინარე საგაკვეთილო პროცესს, ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში, შეიძინეს უცხოელი მეგობრები და მოინახულეს იქაური კულტურული ღირსშესანიშნაობები.
კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა ქართულ-ევროპული სკოლის მეგობარ, კომუნიკაციების სკოლაში, „ორნატის“ მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „ევროკავშირის როლი საქართველოს განვითარებაში“ .
როგორც „ორნატში“ გვეუბნებიან, სკოლის დელეგაცია ამ ვიზიტის ფარგლებში, დეტალურად გაეცნო ევროპული განათლების სისტემას.
„ისინი პოლონეთში მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ თანატოლებს ჩვენს სკოლაში. ჩვენი სკოლა ორიენტირებულია მოსწავლეებმა მიიღონ ევროპული დონის განათლება“, - გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს