მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცისანა ჩარკვიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას საჯარო სკოლის ღირსეული ხელმძღვანელია. მისთვის სკოლაში დისციპლინის, წესრიგის დამყარება ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც შესანიშნავად ახერხებს. დირექტორი მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას ყოველთვის აძლევს და საჭირო რჩევებსაც არ იშურებს. მათ ყოველთვის ეუბნება, რომ თუ მოინდომებენ ყველაფერს აუცილებლად შეძლებენ.
დირექტორი ცისანა ჩარკვიანი etaloni-ge-ს კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- უყვარდეს ბავშვები უნდა იყოს მეგობრული, მაგრამ ამავე დროს ზომიერად მომთხოვნიც. უყვარდეს თავისი საგანი და შეაყვაროს მოსწავლეებსაც, ასევე იყოს ყურადღებიანი, მზრუნველი.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- თუ მასწავლებელი ვერ ახერხებს საკლასო ოთახში დისციპლინის დამყარებას, რაც არ უნდა კარგად იცოდეს მან საგანი სწავლება გაუჭირდება.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ეცადე უფრო მეტს, შენ შეგიძლია სწავლა.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ისევ იმავე გზას ავირჩევდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მომთხოვნი, ზომიერად მკაცრი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ჩვენი სკოლა საბაზოა. შემდეგ სხვა სკოლაში გადადიან ბავშვები. მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი წარმატებაა, როდესაც შენს მოსწავლეებს სხვა სკოლასი გადასულს აქებენ, არა მარტო სწავლისთვის ,არამედ კარგი ყოფაქცევისთვის.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- კითხვა. ზოგჯერ ლოგინში ფარნის შუქზე ვკითხულობდი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.