მახალაკიძეების საჯარო სკოლის მერვეკლასელებმა შექმნეს წიგნი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უსახსოვრეს
22-03-2024
დაკოპირებულია
-
+
ფრიდონ მახარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. თანამედროვე მიდგომები, სასწავლო რესურსები და საინტერესო დავალებები ნამდვილად უფრო საინტერესოსა და მიმზინდველს ხდის მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრებას. სკოლის პროფესიონალი და კვალიფიციური პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებს ისეთი დავალებები მისცენ, რომელიც მათთვის საინტრესო შესასრულებელი იქნება და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების შესრულებასთან ერთად შემოქმედებით უნარებსაც განუვითარებს.
სწორედ შემოქმედებით უნარებზე გათვლილი აქტივობა ჩატარდა ქარტული ენისა და ლიტერატურის საგანში პედაგოგ ნონა ფუტკაარძის ხელმძღვანელობით. მერვე კლასის მოსწავლეების ინიციატივითა და მონაწილეობით შეიქმნა წიგნი რომელიც სკოლას სამსახოვროდ გადაეცა.
„წიგნებს თავიანთი ბედი აქვთ“ სწორედ ამ ფრაზის წყალობით დაგვებადა იდეა შეგვექმნა წიგნი, რომელსაც სამახსოვროდ დავუტოვებდით სკოლას. იდეა განახორციელა ჩვენმა შრომისმოყვარე და მიზანდასახულმა მე-8 კლასმა. მოსწავლეებმა თანაბრად გადაინაწილეს ის როლები რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ და ერთობლივი მუშაობის შედეგად საუკეთესო წიგნი შექმნეს.
გთავაზობთ მოსწავლეთა მიერ გადანაწილებულ როლებს, თუ ვინ რაზე იყო პასუხისმგებელი წიგნის შექმნის პროცესში:
ილუსტრაცია-თამარ მიქელაძე
გადაწერა - მალვინა ბერიძე
ხაზვა, გაფერადება - მარიამ მჭედლიშვილი
აკინძვა - ლიზა ფუტკარაძე
ყდის დამზადება - შოთა მახარაძე
თქვენ, ჩემი მიზნების განმახორციელებელი მოსწავლეები ხართ!“ - აღნიშნავს პედაგოგები ნონა ფუტკაარძე ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.