„სისხლის ჯგუფებზე ინფორმაციის ფლობა“- საჩინოს თემის N1 და N2 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ერობლივი კვლევა ჩაატარეს
22-03-2024
დაკოპირებულია
-
+
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 და N1 საჯარო სკოლებში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში კვლევის შედეგების შეჯამება და ბიოლოგიაში პრეზენტაცია - „სისხლი. შემადგენლობა, მნიშვნელობა, მემკვიდრეობა“ გაიმართა. საჩინოს თემის N2 და N1 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა თემის მოსახლეობაში კვლევა - „სისხლის ჯგუფებზე ინფორმაციის ფლობა“ ერთობლივად ჩაატარეს.
საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაცია მოაწყვეს, ისაუბრეს სისხლზე, მის ელემენტებზე და მათ მნიშვნელობაზე, სისხლის დაავადებებზე. გარდა ამისა, პოსტერი სისხლის ფორმიან ელემენტებზე მოამზადეს.
საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სისხლის ფუნქციებზე ისაუბრეს, სისხლის ფორმიანი ელემენტების მოდელები პლასტილინისგან შექმნეს და გააზიარეს. გარდა ამისა, სისხლის ჯგუფების მოდელებიც წარადგინეს. ასევე, მსმენელებს კვლევის შედეგები გააცნეს, რომლებიც ცხრილების და დიაგრამების სახით იყო მოცემული.
მოსწავლეებს მასწავლებლები ანნა წულაია და მედეა როგავა ხელმძღვანელობდნენ.
შეხვედრა ნაყოფიერი და საინტერესო გამოვიდა, მადლობა ყველა მონაწილეს გაწეული შრომისთვის! მსგავსი ინტეგრირებული აქტივობები ეხმარებათ მოსწავლეებს თანამშრომლობის, საჯარო გამოსვლის, თვითდაჯერებულობის, ყურადღების, კონცენტრაციის, მოსმენის კულტურის, ინფორმაციის მიძიების, დახარისხების, გააზრების და სხვა მნიშვნელოვანი ზოგადი უნარების განვითარებაში“,- ამბობენ სკოლაში.