მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას ასწავლიან.
სწორედ ამიტომ, სკოლის V-VI-VII-VIII- IX კლასების მოსწავლეებმა, გეოგრაფიის მასწავლებლის - შორენა შიშმანაშვილისა და ბიოლოგიის პედაგოგის - ლუიზა ბერიკაშვილის ხელმძღვანელობით, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ამ დღის ძირითადი მიზანი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, იყო მოსწავლეების ინფორმირება სასმელი წყლის რესურსებისა და მისი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის შესახებ.
მოსწავლეებმა მოამზადეს თემატური პრეზენტაცია - „წყალი ყველაზე უჩვეულო, იდუმალი სითხეა“ ამის შემდეგ კი დაასუფთავეს სოფლის მიმდებარედ არსებული წყალსაცავის სანაპირო ზოლი.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს