მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქეთინო ჩოგაძე წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელია, რომელიც ბავშვობიდან ოცნებობდა პედაგოგობაზე, ჟურნალით ხელში თავს მასწავლებლად წარმოიდგენდა, დღეს უკვე ახდენილი ოცნებით, განათლებული თაობების აღზრდის სამსახურშია და ამბობს, რომ ბავშვებთან ურთიერთობა აცოცხლებს.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ქეთინო ჩოგაძესთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- საგანის ცოდნა, ბავშვების სიყვარული, ობიექტურობა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- მოწესრიგებულ გარემოს, ყურადღების მობილიზებას საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ჩემო ტკბილებო გთხოვთ.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ვფიქრობ იგივე არჩევანს გავაკეთებდი. საკუთარი პროფესია მაქვს, ბავშვებთან ურთიერთობა მაცოცხლებს.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ვფიქრობ ჩემი პიროვნული და აგრესიული თვისებების შესაბამისად.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- გასულ წელს პირველადა მყავდა მე-12 კლასი, აბიტურიენტები და ყველა მოსწავლემ წარმატებით ჩააბარა.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- განსაკუთრებით მაინტერესებდა როგორი მასწავლებელი ვიქნებოდი, თავს წარმოვიდგენდი ხოლმე მასწავლებლად ჟურნალით ხელში და სიხარულით შევდიოდი კლასში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.