მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მოტივით - „ჩვენ დავამთავრებთ ომს და მშვიდობიანად ბოლოს მოვუღებთ ოკუპაციას!“, პატრიოტული სულისკვეთებით გაჯერებული აქტივობები მოაწყვეს.
სკოლის მოსწავლეებისთვის ცნობილი გახდა, რომ მათი სკოლა დაამთავრა ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენოსანმა, ავთანდილ ვაჩიბერიძემ, ისინი სიამაყით აივსნენ და მის ისტორიას დიდი ინტერესით გაეცნენ.
ავთანდილ ვაჩიბერიძე 1993 წელს, 20 წლის ასაკში აფხაზეთის ომში დაიღუპა - მისმა პატრიოტულმა სულისკვეთებამ კი, მოსწვალეებს სამშობლოს სიყვარული და მისი დაცვა შთააგონა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ასევ მოიძიეს ინფორმაცია თემში მცხოვრები გმირების შესახებ, მათ შორისაა შინდისელი გმირი ფელიქს კაკაურიძე, რომლის შვილებმა ამავე სკოლა დაამთავრეს.
ღონისძიების ფარგლებში, მე-7დ კლასის მოსწავლეებმა, ქუთაისის დიდების მუზეუმის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს კუთხეები მოინახულეს, მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მუზეუმში ნანახმა და მოსმენილმა ისტორიებმა, მათ აღნიშნეს, რომ იმ თაობას წამოადგენენ, რომლებმაც უნდა დაამთავრონ ომი და მშვიდობიანად, ბოლო მოუღონ ოკუპაციას.
„ყოველთვის გვეგონა, რომ გმირები ძველ დროში იბადებოდნენ. დღეს უამრავ თანამედროვე გმირებს გავეცანით. ნამდვილად ამაყები წამოვედით. ჩვენ ვახტანგ გორგასლის ქვეყანა ვართ, ჩვენ დავით აღმაშენებლის ქვეყანა ვართ, ჩვენ თამარ მეფის ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ მეფე ერეკლეს ქვეყანა და სწორედ ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი აქვს თავისუფლებას. ჩვენ ის თაობა ვართ რომლებმაც უნდა დავამთავროთ ომი და მშვიდობიანად ბოლო მოვუღოთ ოკუპაციას“, - აღნიშნეს მოსწავლეებმა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
აქტივობაში მონაწილეობა თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო, საგანმანათლებლო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა