სიახლეები
სიახლეები

„მიღებული უკუკავშირები, სპეციალურად შექმნილი ფოკუს ჯგუფების მიერ დამუშავდება“ - სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
25-03-2024
-
+


განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უწყება თავად ავრცელებს. 

პირველი სამუშაო შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა მიიღო.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, გარემოსდაცვითი განათლების ცენტრის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები – მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები, სტუდენტები.

თამარ მახარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო ის პრინციპები, რომლებსაც დოკუმენტი ეფუძნება და მოსწავლეებში ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბების კუთხით ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების სწორად განსაზღვრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასთან, მინისტრის მოადგილემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შეხვედრის მონაწილეებს დოკუმენტის შესახებ მიღებული უკუკავშირების შესახებ, რომელთა გათვალისწინებაც მიზანშეწონილია დოკუმენტის საბოლოო ვერსიის შემუშავებისას.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საჯარო განხილვის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრებისას მონაწილეებისგან მიღებული უკუკავშირები, სპეციალურად შექმნილი ფოკუს ჯგუფების მიერ დამუშავდება, გაანალიზდება და დოკუმენტის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბების პროცესში იქნება გათვალისწინებული.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს, მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალმა პროექტმა შეხვედრის მონაწილეების მხრიდან მოწონება დაიმსახურა.

სამინისტროს ინიციატივით, ახალი დოკუმენტის პირველადი ვერსიის საჯარო განხილვაში ფართო საზოგადოების ჩართულობის მიზნით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საჯარო განხილვის შედეგად მიღებული უკუკავშირების გაანალიზების შემდეგ შემუშავდება საბოლოო ვერსია, რის შემდეგაც, დოკუმენტის დამტკიცების მიზნით, უკვე დაიწყება სამთავრობო და საპარლამენტო პროცედურები.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ზოგადი განათლების ერთგვარი კონსტიტუციაა, 2004 წელს დამტკიცდა და 20 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. სწორედ ამიტომ ხანგრძლივი მუშაობის შედეგად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მომზადდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნას.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ფიზიკაში ევროპის ოლიმპიადას (EuPhO 2024) წელს საქართველო მასპინძლობს

დამატებით ანაზღაურებას ბაღებში დასაქმებული  3 100 თანამშრომელი მიიღებს

ქიმიის საგამოცდო ტესტები გამოქვეყნდა - NAEC

მასწავლებლების საყურადრებოდ - სამოქალაქო განათლების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

ავტორიზაციის საბჭო 18 სკოლის საკითხს განიხილავს

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N74 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ჯარმელიშვილი პასუხობს
სკოლები

ფარის საჯარო სკოლის დირექტორი გულო ვიბლიანი ერთადერთ კურსდამთავრებულს ეროვნულ გამოცდებზე გულშემატკივრობს

აღსანიშნავია, მეოთხე კლასის გამოსაშვები საღამო

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება