მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, მოადგილე გელა გელაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს კოკა კაციტაძესთან.
მხარეებმა განიხილეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთობლივი პროექტი, რომელიც გულისხმობს, არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების დასაცავად ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ჩატარებას.
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და არასრულწლოვანების ცნობიერების ასამაღლებლად ორივე უწყება მუშაობას აქტიურად გააგრძელებს და მეტი სკოლა ჩაერთვება პროექტში.
საინფორმაციო კამპანია უკვე სამი თვეა მიმდინარეობს და იგი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს, როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები უძღვებიან, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მასობრივად გავრცელებულ დანაშაულებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას აწვდიან – თუ რა არის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, როგორ და რა ფორმით ხდება პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა, რა არის პირადი ცხოვრების დაცვის მექანიზმები, როგორია აღნიშნული ტიპის დანაშაულებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და რა უნდა იცოდნენ არასრულწლოვანებმა აღნიშნული დანაშაულის თაობაზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ