ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლის - თორნიკე ტორაძის ბრწყინვალე სპორტული წარმატება
25-03-2024
დაკოპირებულია
-
+
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ და სპორტს აქტიურად მისდევენ.
ერთ-ერთი მათგანი პედაგოგ ირინა ჭეიშვილის სადამრიგებლო - მე-12გ კლასის მოსწავლე თორნიკე ტორაძეა. ის იმ 26 ქართველ მორაგბეს შორისაა, რომლებიც, როგორც საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრები, იტალიის ქალაქ პარმაში 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ ტურნირში საქართველოს 18 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრები პირველად მონაწილეობს. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ პირველ მატჩს 30 მარტს შოტლანდიასთან გამართავენ, 3 აპრილს - საფრანგეთს, 7 აპრილს კი ინგლისს დაუპირისპირდებიან. ფესტივალში სულ რვა გუნდი მონაწილეობს.
ქართველმა მორაგბეებმა მზადება 19 თებერვალს ქუთაისში დაიწყეს, პარმაში გამგზავრებამდე კი, 26 მარტს, ისინი „ლიონის“ 18-წლამდელთა გუნდთან ითამაშებენ.
საქართველოს ნაკრებს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებში ექვსი ერის გუნდებთან თამაშის გამოცდილება აქვს - 2012-2015 წლებში ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები ამ თამაშებში მონაწილეობდნენ, 18-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული კი 2018 წლიდან ზედიზედ ხუთჯერ მოიპოვეს.
„წარმატებებს ვუსურვებთ თორნიკესა და „უმცროს ბორჯღალოსნებს“,- ამბობენ სკოლაში.